1777147303
ბათუმის სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში განახორციელა, დამნაშავედ ცნო 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე ტერცია მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.











