სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ვრცელდება ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბადრი კოღუაშვილის, მეტსახელად „ქუთაისკის“ ახალი ფოტოები კრასნოიარსკის ციხიდან.
ბადრი კოღუაშვილს რუსულ მედიაში კრიმინალური სამყაროს პირველ ნომერსაც კი უწოდებენ.მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით გაიზარდა შაქრო კალაშოვის ციხეში ყოფნის პერიოდში, რის შედეგადაც ბადრი რუსეთის ქურდული სამყაროს ლიდერის პოზიციაზე მოიაზრებოდა.
ბადრი კოღუაშვილი საქართველოში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა. ბოლო წლებში ის რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში და ბელარუსში გადაადგილდებოდა.
ბადრი კოღუაშვილის მკვლელობის მცდელობა ბელარუსში, 2022 წელს, „კრიმინალურ სამყაროში“ გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირდება. ბელარუსის საგამოძიებო ორგანოებმა დააკავეს ალექსანდრე კუშნეროვი, მეტსახელად „საშა კუშნერია“, რომელიც ბადრის მკვლელობის მცდელობისთვის იყო ეჭვმიტანილი. მკვლელობის მცდელობა დაკავშირებულია ბადრისა და კუშნეროვის შორის არსებულ დაპირისპირებასთან.