პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკაში ქართველი მოკლეს. ბრუკლინში, 43 წლის მამუკა ყულოშვილს საკუთარ სახლთან ჩხუბის დროს დანა დაარტყეს. ეჭვმიტანილი ასევე საქართველოს მოქალაქეა. ამერიკული პრესის ინფორმაციით, მამაკაცები მეგობრები იყვნენ.
თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირების დროს ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. 43 წლის ქართველს მეგობარმა 15 ჭრილობა სამზარეულოს დანით თვითმხილველების თვალწინ მიაყენა, ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მალევე დააკავა.
შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. მიყენებული დაზიანებებით მამუკა ყულოშვილი ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიცია დანაშაულის მოტივს არკვევს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან - ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგები აფრიკაში