„ქმარი ჯოხებითა და მუშტებით სცემეს, ქალი კი გააუპატიურეს“ - თვითმხილველების ჩვენება და ახალი გარემოებები, გერმანიაში, ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე

დაკავება

გერმანიაში, ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე გამოძიებამ ახალი გარემოებები დაადგინა და საქმე სასამართლოში გადაიგზავნა.

27 წლის ქართველი, ჯგუფურად, მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სასტიკად არის ნაცემი ქალის ქმარი. შემთხვევა ივნისში მოხდა, თუმცა შემზარავი ფაქტის დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩებოდა.

ქართველ წყვილზე თავდასხმისთვის დაკავებულია სამი პირი. ისინი სომალიდან და გვინეიდან არიან. აქვთ ნასამართლეობა წარსულში, თავდასხმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის.

ბრალდებულები იყვნენ ნარკორეალიზატორები და წამალს სწორედ იმ სკვერში ყიდდნენ, სადაც დანაშაული ჩაიდინეს.

პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამ პირს. მათ ადრე გერმანიაში თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ჰქონდათ ნათქვამი და არალეგალურად იმყოფებოდნენ ქვეყანაში.

მოწმეთა მონათხრობის თანახმად, სამმა კაცმა ქმარი ჯოხებითა და მუშტებით სცემა, სცემეს ქალიც და შემდეგ ის გააუპატიურეს. მოგვიანებით ქალმა გაქცევა მოახერხა.

გამოძიების თანახმად, სავარაუდო მთავარი დამნაშავე არის 21 წლის ოსმან ბ. სომალიდან. ის სპერმის კვალის მეშვეობით ამოიცნეს. მისი ორი თანამზრახველი გვინეიდანაა: 22 წლის ბუბარკარ ბ. და ასევე 22 წლის მოუნტაგა დ.

ასევე ნახეთ:

ლატვიაში მანქანებზე წარწერისთვის "მე რუსი ვარ" მძღოლებს დააჯარიმებენ

VIDEO: „ქუჩაში არ შემხვდეო, დამემუქრა. ვუთხარი, შემხვედროდა და...“- გიორგი თორაძე მუქარებზე

კადიროვი აქვეყნებს ვიდეოს, როგორ სასტიკად სცემა მისმა შვილმა კურიერს