„22 წლის გოგოს ჯგუფურ გაუპატიურებას უპირებდნენ...“ - დაკავებულია ქალის ყოფილი პარტნიორი და მისი ორი მეგობარი

ძალადობა

22 წლის გოგოს ინტიმური ფოტო-ვიდეო კადრები მისი ყოფილი შეყვარებულის სამეგობროს ხელში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი დაიწყო. დაზარალებული ქალი „კურიერი პიესს“ უყვება, რომ ყოფილ პარტნიორს შიშველ კადრებს მისივე მოთხოვნით, თუმცა წაშლის პირობით უგზავნიდა. მსხვერპლს ჯერ აშანტაჟებდნენ, შემდეგ კი გაირკვა, რომ ჯგუფურ გაუპატიურებას უპირებდნენ.

მორალური წნეხის და მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად გოგონამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ბრალი ახალგაზრდა ქალის ყოფილ პარტნიორს და მის ორ მეგობარს წარედგინათ. ადვოკატს საუბარი არ სურს, ბრალდებულები კი ბრალს უარყოფენ.

საგანგაშო სტატისტიკის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველო ერთი წლის წინ ამოქმედდა. პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების შემთხვევაში დაზარალებულებს შეუძლიათ, უწყებას საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მიმართონ.

მძიმე სასჯელის მოლოდინში ბრალდებულის სკამზე ათეულობით მოძალადე ზის. სავარაუდოდ, გაცილებით მეტია მსხვერპლი, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია და ჯერ კიდევ სდუმს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„40 წლის მამაკაცმა შეშინებულ 16 წლის მოზარდზე სექსუალურად იძალადა“ - მოძალადე დაკავებულია

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შეყვარებულ წყვილს ფარულად ვიდეო გადაუღო და არასრულწლოვანი დაშანტაჟების შემდეგ გააუპატიურა

„მირჩევნია 0-ზე ვიყო, ვიდრე ვიტყუო...“ - რას წერს ალექსანდრე პაიჭაძე