1773081736
ვანში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვანის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა დიასამიძე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს ესტუმრნენ, ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.









