ტყიბულის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ტყიბულის მერია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა, მოადგილეებთან ერთად  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე  განიხილეს 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა მიმდინარე საკითხები.

მერმა, ასევე ისაუბრა სოციალურ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეპროგრამაში შესაძლებელია ცვლილება განხორციელდეს, რათა მეტად მორგებული იყოს მოქალაქეთა საჭიროებებზე.