პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამეგრელო-ზემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ანზორ ქობალიამ „რადიო თავისუფელბასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მარტვილში ძაღლის მიერ დაკბენილი 22-დან 20-მა ადამიანმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა.
ერთმა კი თავისივე სურვილით ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აუცრელობის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ანზორ ქობალიას ცნობითვე, კიდევ ერთი მოქალაქის მოძიება ჯერ ვერ მოხერხდა.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ როზა ჯანაშიას თქმით, ძაღლის მიერ დაკბენილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ესენი ძირითადად ერთი დღის დაკბენილები არიან. მათ მაშინვე მიაკითხეს „ევექსის“ კლინიკას ადგილზე. კლინიკა მომარაგებული იყო შესაბამისი ვაქცინით. ამ ადამიანებს უტარდებათ მკურნალობის კურსი. დღეს მათ მესამე ნემსი გაუკეთდათ. მათ თავიდანვე დაენიშნათ სრული კურსი. იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე გვქონდა ეჭვი, რადგან ამდენი ადამიანი ერთდროულად დაკბინა ძაღლმა... ჩვენ ეს ხალხი ყველა კონტროლზე გვყავს და ვეხმარებით ყველანაირად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას როზა ჯანაშიამ.