ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის საფლავი შეამკეს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის საფლავი შეამკეს

რაჭა-ლეჩხუმ  ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა  ლეჩხუმელი გმირის, ზურაბ ეფაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ჩხუტელში გმირის საფლავი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.