თელავის უნივერსიტეტი პანკისელ მოსწავლეებს ინგლისური ენის წერითი უნარების განვითარებაში დაეხმარება

პანკისი

სპეციალურად პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის წერითი უნარ-ჩვევების შემსწავლელი პროექტი ამუშავდა. პროექტში მონაწილეობა პანკისის ხეობის სოფლების, საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებს, უფასოდ შეუძლიათ. ინგლისური ენის წერითი უნარ-ჩვევების შემსწავლელი სპეციალური კურსი, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით შეიქმნა.

პროექტის ავტორები, პროფესორი, მანანა ღარიბაშვილი და ინგლისური ენის პედაგოგი, სამანტა კერლი არიან, რომელიც თელავის უნივერსიტეტში, ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის_ETA - ს წარმომადგენელია. პროექტი პანკისის ხეობაში განხორციელდება როდი სკოტის ფონდის ოფისში , რომელიც სოფელ დუისში, 2008 წლიდან ფუნქციონირებს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი პანკისელი მოსწავლეებისათვის, ეროვნულ გამოცდებმადე გაგრძელდება.

სხვა სიახლეები