სოფელ განთიადსა და სოფელ ბარეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება

მუნიციპალური განვითარებია ფონდი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წალკის მაღალმთიან სოფლებში  საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს.

განთიადსა და ბარეთში, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის  “საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები“  ფარგლებში.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 72 კვირაა  განსაზღვრული.