საშობაო სოფელი, საბავშვო-გასართობი შოუ პროგრამები და საახალწლო კონცერტები - რუსთავში სადღესასწაულო დღეებია

საშობაო სოფელი

საშობაო სოფელი, საბავშვო-გასართობი შოუ პროგრამები და საახალწლო კონცერტები - რუსთავში სადღესასწაულო დღეებია. განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ამ მიმართულებით გასული შაბათ-კვირა.

გუშინ დღის ბოლოს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, ზვიად ბოლქვაძის და რანინელების კონცერტი გაიმართა. ქალაქის ცენტრის გარდა, საზეიმო განწყობა იგრძნობა რუსთავის შიდა უბნებშიც.