სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით ზაალიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დეკანოზმა მამა იოანე ხეცურიანმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
27 სექტემბერს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.