სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბორჯომი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლების მზადების პროცესი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, სასკოლო ფორმების რეალიზაციის ლოკაციების გამართულ მუშაობასა და შესაბამისი პერსონალის მზადყოფნაზე. ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო საკითხები.

იოსებ ალიბეგაშვილმა რესურსცენტრების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ არსებული საკითხების ეფექტიანად გადაჭრისთვის შესაბამისი უწყებების ჩართულობა და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია.

სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე მანანა ბალიაშვილი ესწრებოდნენ.