ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა გელაშვილთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები, რომელთა მიზანია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა.
შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ბაკურიანის, ასევე სოფელ ციხისჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ იმსჯელეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე.
სოფლებში — ციხისჯვარში, ანდეზიტში, თორში და დაბა ბაკურიანში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ:• ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე• საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძე• მაჟორიტარი დეპუტატი• მერის წარმომადგენლები• ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები