რამდენად ეფექტურია სარეცხი საპნით კანის დაბანა - ზაზა თელია განმარტავს
1756740690
რუსთავში, ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული შენობის, კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია მიმდინარეობს. ახალი, თანამედროვე კულტურული სივრცის კონცეფცია, ქორეოგრაფებსა და მუსიკოსებს, ნინო ლაცაბიძემ, სამუშაო ფორმატში ადგილზე გააცნო.
მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, კლასიციზმის სტილით აშენებული შენობის ფასადი და ფოიე, რესტავრაციის შემდეგ ავთენტურობას შეინარჩუნებს.
ძველი, უფუნქციო დარბაზის ადგილზე, თანამედროვე საკონცერტო დარბაზი და მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. დამონტაჟდება გახმოვანება – განათების თანამედროვე სისტემა და სასცენო აპარატურა.
გარე პერიმეტრზე მოეწყობა ღია სცენა, მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავს თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია ექნება, რომელიც მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზს, უნივერსალურ სარეპეტიციო სივრცესა და ხმის ჩამწერ სტუდიას გააერთიანებს.