მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის
1784105500
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ეტაპს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნენ.
N11 და N25 ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ბავშვების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობები აშენდა. ამ ეტაპზე, ორივე საბავშვო ბაღში, შიდა მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
განახლებული საბავშვო ბაღები სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ჯამში 750 ბავშვისთვის იქნება გათვლილი. N25 ბაგა-ბაღი 450 ბავშვს მოემსახურება, ხოლო N11 ბაგა-ბაღი 300 ბავშვს.
ახალი სასწავლო წლიდან სააღმზრდელო პროცესი გაგრძელდება ახლადრეაბილიტირებულ N31 საბავშვო ბაღშიც, სადაც გასულ თვეში, საზაფხულო ბაღი იყო გახსნილი. მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, რუსთავში ბავშვებისთვის შეიქმნება თანამედროვე და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.