1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
ქუთაისში, მოსული ნალექის პარალელურად ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. გუშინ, დილის 6 საათიდან ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციებზე მუშაობს სპეც-ტექნიკაც.
ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ ყინვის მატების პარალელურად გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყო.
ინერტული მასალით მუშავდება როგორც ცენტრალური, ასევე მეორე ხარისხოვანი და შიგა საუბნო გზის მონაკვეთები.
„სპეციალური სერვისები“ საჭიროებიდან გამომდინარე მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში თითქმის ყველგან, აღნიშნული ტიპის სამუშაოებს გააგრძელებს.