1692302192
ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მემორიალი სრულად განახლდება, შეიცვლება კომპოზიცია, განთავსდება ახალი ქანდაკება და ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, გამწვანებით და განათებით. მემორიალზე მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, მოქანდაკე გიორგი კიკვაძესთან ერთად გაეცნენ.
მემორიალის რეაბილიტაციის გამო, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში გაიმართება. სასულიერო პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, ტაძრის ეზოში კი, აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა.