ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა

გომის მთის გზა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.