პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდთოვლობის გამო, ვანში არსებულ საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური ტექნიკა ორი დღეა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
გუშინ გაიწმინდა უხუთში, ძულუხში, საპრასიაში და რომანეთში სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. დღეს დილიდან კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა სულორში, ძულუხში , დიხაშხოში, სალხინოში, ბზვანში, ამაღლებაში, სალომინაოში, ფერეთაში, გორაში და ზეინდარში. თუმცა ინტენსიური თოვა, შედარებით მაღალმთიან სოფლებში აფერხებს ტექნიკის შესვლას და აჭიანურებს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას.
გზების გაწმენდის პროცესს, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი პირადად მეთვალყურეობს.
ამ მომენტისთვის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს და საჭიროებისამებრ მიიმართება იმ ადგილებში სადაც გადაადგილების შეფერხებებია. დიდთოვლობის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები: საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სგანგებო სიტუაციების მართვის, გაერთიანებული წყალმომარაგების, კომპანია სოკარისა და ენერგო-პრო ჯორჯიას ოპერატიული ჯგუფები.
გზის გაწმენდითი სამუშაოები კვლავაც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.