დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ტურნირი

ქალაქ ონში,  ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა.

ტურნირის გამარჯვებულები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, ვეტერანმა მოჭიდავეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ტურნირი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მოჭიდავეებისთვის, რადგან სწორედ მისი შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც სლოვაკეთში გასამართ თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს