ბორჯომის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

ბორჯომკ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში და საკირეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო სოფელ ჩითახევში სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ამ ეტაპზე, სოფელ დვირსა და საკირეში ძველი და დაზიანებული მილების ახლით ჩანაცვლება ხორციელდება. სოფელ საკირეში დამატებით მოეწყობა საქლორატორო ნაგებობა და სათვალთვალო ჭები, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სოფელ ჩითახევს, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება ახალი წყლის ტუმბო, მოეწყობა სათვალთვალო ჭები და სრულად მოწესრიგდება შიდა წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე სოფლის მოსახლეობას 24-საათიანი გრაფიკით, უწყვეტად და ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება.

პროექტი ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 394 324 ლარს შეადგენს.