ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარს მიიღებენ, ყოველ მომდევნო შვილზე კი დამატებით 100-100 ლარი ჩაერიცხებათ.

ხოლო, ოჯახები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში", 300 ლარს და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 100-100 მიიღებენ.

ასევე, 18 წლამდე ასაკის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი ჰყავთ შშმ პირი, ყოველთვიურად 400 ლარით დაფინანსდებიან.

აღნიშნული სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური თანადგომა და შობადობის წახალისების გზით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 0367 22 44 99ან მობრძანდეთ მისამართზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მესხეთის ქ. №5