ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები

ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ  ნაქალაქევში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 456 300 ლარს.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება