ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "გმირის დღის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე მერაბ ზურაბაშვილი "გმირის დღის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის  ინიციატივით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში გაიმართა.

ღონისძიებაზე საპატიო ასპინძელები, ავთანდილ ბერიძე და ვლადიმერ თაქთაქიძე მოწვეულ სტუმრებს ასპინძის ომის გმირებზე, გიორგი III-ის  და თამარ მეფის პერიოდზე ესაუბრნენ.

პროექტი „გმირის დღე“ მოიცავს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გაზიარებას და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას.

ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.