1766072080
ასპინძაში, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
დაბა ასპინძაში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ილუმინაციებით განათდა ცენტრალური ქუჩები, კულტურისა და დასვენების პარკი.
ღონისძიებაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და ბარბარობის წმინდა დღესასწაული.
საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების გამოსვლით დაიწყო და ანიმატორების შოუთი გაგრძელდა.
საახალწლო ღონისძიებები ასპინძაში მთავარი ნაძვის ხის ანთებით დღეს დაიწყო და 31 დეკემბერს ადგილობრივი შემსრულებლების გალა კონცერტით დასრულდება.
ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
1766075033











