გაიცანით ბიჭი, რომლის ქორწილში შესრულებულმა კინტაურმა სოციალური ქსელი დაიპყრო
1791891475
31 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში ტრადიციული დღესასწაული „სიღნაღობა 2026“ გაიმართება. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.
„ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის ისტორია, თითოეული სოფლის ტრადიციები, ფოლკლორი, ადგილობრივი გასტრონომია და ხელსაქმე.
ქალაქის სხვადასხვა სივრცეში მოეწყობა თემატური დეკორაციები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული და საბავშვო აქტივობები.
მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოეწყობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი თემატური სივრცე.
ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება: 17:00 საათი - საპატიო სიღნაღელების დაჯილდოება; 18:00 საათი - გალა კონცერტი ანრი ჯოხაძის მონაწილეობით.
მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ისტორიას, მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.