ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
ნასვამი არის ადამიანი, რომელმაც იმაზე ჭარბი ალკოჰოლი მიიღო, ვიდრე მისი ორგანიზმი მოიხმარდა. შესაბამისად, ეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა, რომლის ფონზეც რაღაც გადაუდებელი მდგომარეობა ვითარდება, -ამის შესახებ ექიმი კარდიოლოგი, რითმოლოგი, ხათუნა ჯალაბაძე გადაცემა "პირადი ექიმის" ეთერში საუბრობს:
იწვევს თუ არა წყლის ნაბახუსევზე დალევა გულის გაჩერებას?- ამ კითხვას ექიმი ასე პასუხობს:
„ყველაზე ცუდი დამოკიდებულებაა, როდესაც წყალს ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ნაბახუსევის დროს ალკოჰოლს მიიღებს იმისათვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში გულის გაჩერების, ან არასასიამოვნო გამოსავლის პროცენტი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.