ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე მშობლებს სასარგებლო რჩევას უზიარებს და ამბობს, რომ ბავშვებს საჯაროდ, სხვების თანდასწრებით არასოდეს უნდა მივცეთ შენიშვნა. ვიდეოს „ტელესკოლა“ ავრცელებს:
„თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ ბავშვს შენიშვნა მივცეთ, არასოდეს მოწმეების თანდასწრებით არ ვაკეთებთ. ეს ეხება ოჯახსაც და სკოლასაც. ეპითეტებით არ ვამკობთ და არ ვეუბნებით, რომ ცუდი, უზრდელია. ამ ტიპის შეფასებითი ტექსტი არ უნდა გამოვიყენოთ. სხვათა შორის, ეს ძნელი გასაკეთებელია. ჩვენ ბავშვს ვეუბნებით, რა არ მოგვეწონა, რატომ იყო ის სიტუაცია და ქცევა ცუდი და მიუღებელი. ადამიანები კარგები და ცუდები არ არიან - იქცევიან ცუდად, ან კარგად. შვილებს უნდა ვუთხრათ: „შენ ყოველთვის მიყვარხარ, ცუდი ბიჭი/გოგო კი არ ხარ, შენი ქცევა არ მომწონს“,- ამბობს თამარ გაგოშიძე.