„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1771522929
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ხახვს ეხება.
„თუ ხახვი გიყვართ და სახლში ხშირად ინახავთ, მაშინ დააკვირდით მასზე შავი ლაქები ხომ არ არის. შეიძლება გარედან არ ეტყობა, მაგრამ თუ რამდენიმე ფურცელს მოაცლით შეიძლება მაშინ დაინახოთ. ეგ შავი ფერის ლაქა ჩვეულებრივი არ არის, სინამდვილეში ეს სოკოა, შავი ასპერლოზი.
თუ ის შემთხვევით თქვენს ხელზე გადმოვიდა და საჭმელში მოხვდა, ეს არაფერს გავნებთ, თუ სრულიად ჯანმრთელი ხართ. თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად ისეთი როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ან სხვა, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნებელი იყოს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.