„წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს...“ - რას ამბობს ექიმი

წნევა

"წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს" - ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს. 

ექიმი რჩევებს გვაძლევს, თუ რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს. 

„წნევის მარეგულირებელი პრეპარატი, რომელსაც დავლევთ და წნევა დაბლა დაიწევს, არ არსებობს. შეცდომით არის ეს გავრცელებული. მსგავს მედიკამენტებს ძირითადად ისეთ წამლებს უწოდებენ, რომლებიც „პრილ“-ზე მთავრდება. სინამდვილეში ისინი უბრალოდ წნევის დამწევები არიან და მაღალი არტერიული წნევის მკურნალობაში გამოიყენება.

მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი წნევა არ გაწუხებთ და გაქვთ მაღალი, ეს არ ნიშნავს, რომ ის თქვენი წნევაა. არც ასეთი წნევა არ არსებობს მედიცინაში. მაღალი არტერიული წნევა ყოველთვის საფრთხილოა და უმეტეს შემთხვევაში მას სიმპტომები არ ახასიათებს. ამიტომაც უწოდებენ მას „ჩუმ მკვლელს“. ამიტომ თუ გაიზომავთ წნევას და არის მაღალი (130-ზე ზევით), აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რათა თქვენი წნევა იყოს კონტროლირებადი და შეამციროთ ისეთი გართულებების რისკი, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის გართულებები და სხვა“,- ამბობს ექიმი.