აშშ-ში, იშვიათი ბაქტერიით ინფიცირების შედეგად, მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა - ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბაქტერია

აშშ-ში, ლუიზიანაში იშვიათი, ხორცისმჭამელი ბაქტერიით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლება საზოგადოებას სასიკვდილო ინფექციის შემთხვევების ზრდის შესახებ კვლავ აფრთხილებს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ვირუსი Vibrio vulnificus-ი თბილ სანაპირო წყლებში ბინადრობს და ყველაზე აქტიური მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდშია.

მედიის ცნობით, წელს, ლუიზიანაში 26 შემთხვევა დაფიქსირდა - ორჯერ მეტი, ვიდრე 2024 წელს იყო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) იუწყებიან, რომ Vibrio vulnificus-ს შეუძლია გამოიწვიოს ნეკროზული ფასციიტი, კანისა და ქსოვილების მძიმე დაავადება. ინფიცირებული ადამიანებიდან, დაახლოებით, ყოველი მეხუთე იღუპება. ამ დროისთვის ბოლო მსხვერპლის დაინფიცირების მიზეზი უცნობია.

ლუიზიანას ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ან ღია ჭრილობების დაბინძურებულ წყალთან კონტაქტით, ან უმი ან ცუდად მომზადებული ზღვის პროდუქტების, განსაკუთრებით ხამანწკების მიღებით.

წყარო: