რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
კბილების ჯანმრთელობაზე საუბრისას ყველაზე ხშირად ტკბილეული გვახსენდება. თუმცა კარიესისა და კბილის მინანქრის დაზიანების რისკს მხოლოდ შოკოლადი, კანფეტი და ნამცხვარი არ ზრდის. ზოგიერთი სასმელი და ერთი შეხედვით ჯანსაღი პროდუქტიც კი შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ხშირად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მივირთმევთ. super dent- თამარ ციხელაშვილის კლინიკა - ს სტომატოლოგი ოთარ ჩხაიძე საუბრობს იმ პროდუქტებზე, რომელიც კბილებისთვის საზიანოა.
1. გაზიანი და შაქრიანი სასმელები
კოლა, ლიმონათები, ენერგეტიკული და სპორტული სასმელები კბილებისთვის განსაკუთრებით არასასურველ კომბინაციას ქმნის: ისინი შეიძლება ერთდროულად შეიცავდეს შაქარსაც და მჟავებსაც.
შაქარი კარიესის რისკს ზრდის, მჟავიანობა კი მინანქრის ეროზიას უწყობს ხელს. ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ გაზიანი სასმელების ხშირი მიღება კბილის ეროზიის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია.
2. ხილის წვენები
ნატურალური ხილის წვენი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის კბილებისთვის უსაფრთხოა. ხილის წვენში არსებული ბუნებრივი შაქრები თავისუფალ შაქრებად ითვლება, ხოლო ზოგიერთი წვენი მჟავიანიცაა.
ამიტომ განსაკუთრებით ხშირი და ხანგრძლივი მიღება შეიძლება კბილებისთვის არასასურველი იყოს.
3. კანფეტები და წებოვანი ტკბილეული
კარამელი, ჟელიბონი, რეზინის კანფეტები და მსგავსი პროდუქტები კბილის ზედაპირზე დიდხანს შეიძლება დარჩეს. შედეგად, კბილებზე შაქრის ზემოქმედების დრო იზრდება.
განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი ტკბილეული, რომელიც კბილებს ეკვრის და ნერწყვით სწრაფად არ სცილდება.
4. ჩირი
ჩირი სასარგებლო საკვების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგიერთი სახეობა საკმაოდ წებოვანია და კბილების ღარებში ადვილად რჩება. ამასთან, მასში შაქარი კონცენტრირებულია.
ამიტომ ჩირის მიღების შემდეგ პირის ღრუს ჰიგიენაზე ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია.
5. მჟავე ხილი და ციტრუსები
ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი და სხვა მჟავე ხილი შეიცავს მჟავებს, რომლებიც ხშირი მოხმარების შემთხვევაში კბილის მინანქარზე მოქმედებს... სრულად