სწორად შერჩეული ტანსაცმელი ადამიანის ბედზე ახდენს გავლენას

ტანსაცმელი

ტანსაცმელს, რომელსაც ყოველდღიურად ან ხშირად ვიცვამთ, ან კარადაში ვინახავთ და დროდადრო მოვიზომებთ ხოლმე, უდიდესი მაგიური თვისებები აქვთ. საკმარისია, გაიხსენოთ ის უიღბლო დღეები ან ბედნიერი წუთები, აღიდგინოთ, რა გეცვათ მაშინ, ჩაიცვათ და ისევ ისე გამოწყობილი წახვიდეთ სამსახურში ან პაემანზე, მიხვდებით, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ტანსაცმელს. თუ აწმყოში ზუსტად იმას ჩაიცვამთ, რომელ ტანსაცმელშიც ბედნიერი იყავით წარსულში, იმ დღეს გაგიმართლებთ და კვლავ ბედნიერების ზენიტში იგრძნობთ თავს. იმ ტანსაცმელში კი, რომელთანაც წარსულში მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ გაკავშირებთ, არასასიამოვნო დღე გელოდებათ. 

ასე რომ, როცა ძალიან გაგიჭირდებათ, გაიხსენეთ თქვენი იღბლიანი დღეები, რა გეცვათ მაშინ და იგივე სამოსი ჩაიცვით. ასეთი სამოსი დადებითი ემოციებით არის დამუხტული და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხოლო, თუ ტანსაცმელი უსიამოვნო დღეებს გახსენებთ, ის უკვე აღარ არის თქვენი თილისმა და წარმატების მომტანი.

საგნებსა და ტანსაცმელშიც ხდება ცუდი ზრახვებისა და განწყობის ტრანსფორმირება და იმავე ენერგიას გადასცემს ადამიანს, რომლითაც ის არის დამუხტული. ამიტომ, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, ვინ რას გაჩუქებთ და, რა განწყობით, რომ ამ ნივთმა თუ ტანსაცმელმა თქვენზე რაიმე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს და ბედ-იღბალი ცუდად არ შემოგიტრიალოთ. მაგალითად, თუ არ ემეტება და უბრალოდ, იმიტომ გჩუქნით, რომ იძულებულია ან ვალდებული, შესაძლოა, ეს ნივთი თქვენთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს და თქვენი ცხოვრება უარესისკენ შემოატრიალოს.

განსაკუთრებული მაგიური თვისებები აქვს ღილსაც, რომელიც ტანსაცმელზეა. კერძოდ, ტანსაცმელზე ღილები აუცილებლად წყვილი უნდა იყოს, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოთ, ნებისმიერ სიტუაციაში ყურადღების ცენტრში იყოთ, თქვენს აზრს გაგებით მოეკიდონ, გარშემო მყოფებთან ნდობით ისარგებლოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის შესამჩნევი და სასურველი გახდეთ. მოკლედ, თუ გინდათ, პირად და კარიერულ ცხოვრებაში ხელი მოგემართოთ, აკონტროლეთ ღილების რაოდენობა ტანსაცმელზე. თუ ადამიანს ის ტანსაცმელი აცვია, რომელზეც კენტი რაოდენობის ღილია, ის იმ დღეს ხელმოცარული იქნება. ამიტომ, გირჩევთ, ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხს მეტად წინდახედულად და ყურადღებით მიუდგეთ. ააჭერით ტანსაცმელს ზედმეტი ღილი და ასე, იოლად აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები.

მნიშვნელობა აქვს ღილის ფერსაც. თუ საპასუხისმგებლო საქმეზე ან მოლაპარაკებაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ისეთი სამოსი ჩაიცვათ, რომელზეც ღია ფერის ღილებია. მაგრამ, თუ საქმის გასარჩევად, ვალის დასაბრუნებლად მიდიხართ, მაშინ, მუქღილებიანი სამოსი გამოგადგებათ. 

ასევე ნახეთ:

დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

როგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში

რა შემთხვევაში შეიძლება არ დააბრუნოს ბანკმა, ბარათიდან თაღლითების მიერ მოპარული თანხა

როგორ უნდა მოიზიდოთ მარტივად გამდიდრების ენერგია