სამი გზა, როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი გაჯეტს მკაცრი აკრძალვის გარეშე

ბავშვი

ზოგჯერ სმარტფონი ბავშვების გაჩუმებისთვის ყველაზე მარტივი გზაა, თუმცა ამას ბავშვებისთვის ცუდი შედეგები მოაქვს. ბავშვი საათობით იყურება ტელეფონში და მშობლებმა არ იციან, რა იღონონ.  ამ დროს უბრალოდ ამკრძალავი ტონი უძლურია.

თქვენ არ შეგიძლიათ თქვენს პატარას სმარტფონი მისცეთ როგორც სატყუარა და დასამშვიდებელი საშუალება. არ შეიძლება ბავშვის გაჩუმება გაჯეტით. 4-5 წლის ასაკიდან უნდა აუხსნათ, რომ მულტფილმები საინტერესოა, მაგრამ შეიძლება შეეჩვიოს და მასზე დამოკიდებული გახდეს. პატარასთან ასეთი საუბარი დაგეხმარებათ, უფრო შეგნებულად გამოიყენოს სმარტფონი ან პლანშეტი.

როცა მშობლებს სახლში უწევთ გაჯეტთან მუშაობა, უმჯობესია დარწმუნდნენ, რომ ბავშვი ამას ვერ ხედავს - ამ დროს სხვა ოთახში ან კაფეში გადით. თუ არ გვინდა, ბავშვი ტელეფონს შეეჩვიოს, მაშინ აუცილებელია, რომ ოჯახის ზრდასრულ წევრებსაც არ ხედავდეს გაჯეტით ხელში. ბავშვები ხომ ჩვენს ქცევას იმეორებენ. ბავშვს უჭირს გაგება, რატომ ეკრძალება სმარტფონთან დიდი დროის გატარება, თუ ამას მისი მამა ან უფროსი ძმა აკეთებს. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მთელი ოჯახი სხვანაირად ერთობა - ერთად. ვსადილობთ, გავდივართ სასეირნოდ. ჩვენ ვსაუბრობთ ტელფონებზე, მაგრა საათობით არ შეცქერით მას.

ბავშვი ინტერნეტში უკონტროლოდ არ უნდა დავტოვოთ. ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი უყურებს იმდენს, რამდენიც თქვენ მას დაჰპირდით, ხოლო მოზარდი მზად უნდა იყოს, რომ თავად გააკონტროლოს დრო.

წყარო: