პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქვების მაგიური თვისებები ცნობილია უძველესი დროიდან და დღემდე ფართოდ გამოიყენება მისტიკურ პრაქტიკაში. იუველირის დამუშავება კიდევ უფრო გამოკვეთს მინერალის ბუნებრივ ხიბლს და ეზოთერიკოსების მტკიცებით, სწორედ მისი ფორმა ახდენს გავლენას ქვის მაგიურ თვისებებზე. თუ რომელი და რა ფორმის ქვა უნდა შეარჩიოთ თილისმად; კონკრეტულად, როგორ ნაწილდება მისი მაგიური ზეგავლენა მფლობელზე მინერალის მოყვანილობის მიხედვით, შეიტყობთ ეზოთერიკოსისგან, რომელიც „თბილისელებს“ ესაუბრა.
- სამკაული მომრგვალებული ქვებით ენერგიის ერთგვარი აკუმულატორია. ის ენერგიას აგროვებს და თანაბრად ანაწილებს მფლობელის ცხოვრების ყველა სეგმენტზე. ყველაზე ხშირად ოვალური ქვები ქალურობასთან, სინაზესთან, სილამაზესა და ნათელ აზრებთან ასოცირდება. მათში კონცენტრირდება დადებითი ვიბრაცია და იზიდავს ყველაფერს, რაც კი პატრონს სჭირდება: სიყვარულს, ფულს, ბედნიერებას და სხვა სარგებელს. მაგალითად, ბურთის, სფეროს ფორმის ქვაში შერწყმულია უნაკლო წონასწორობა და სრულყოფილი სიმეტრია, რის საშუალებითაც ძალასა და ენერგიას ის ყველა მიმართულებით თანაბრად ანაწილებს - განასახიერებს უსასრულობას, წონასწორობას და მფლობელს შინაგანი ბალანსის უნარს ანიჭებს, უქმნის ჰარმონიას საკუთარ თავთან და გარემომცველ რეალობასთან. მინერალი-სფერო ხშირად გამოიყენება მედიტაციისთვის და ყოველგვარი უარყოფითი ზემოქმედების გარეშე ქმნის სიმშვიდეს. აღსანიშნავია კვერცხის ფორმის ქვა, რომლის მფლობელიც ქვეცნობიერად ახალი ცხოვრებისკენ მიისწრაფვის. როგორც სიახლის სიმბოლო, ის ახალ იდეებს ბადებს შემოქმედებისთვის, გაპოვნინებთ პასუხებს რთულ კითხვებზე და ბედის ლაბირინთებშიც გაგარკვევთ. კვერცხი-თილისმა ადამიანს მომავლის განჭვრეტის უნარს უვითარებს; ზოგადად აიძულებს, იფიქროს არასტანდარტულად და აღმოაჩინოს ახალი ჰორიზონტები.
პირამიდად დამუშავებული ქვა მნიშვნელოვნად ზრდის მინერალის შინაგან სიძლიერეს და ენერგიას სწორი მიმართულებით უყრის თავს; მფლობელს მკაფიო გეგმებისა და იდეების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ხელს უწყობს მათ განხორციელებაში. საუკეთესოდ „მუშაობს” ოპტიმალური ფინანსური ატმოსფეროს შესაქმნელად. ცილინდრის, სვეტისა და სხვა წაგრძელებული ფორმის ქვები კი, უპირველესად, ენერგეტიკული ბალანსის ჰარმონიზებას ემსახურება. წაგრძელებული კრისტალი სიმშვიდისა და წონასწორობის, კომფორტისა და უშფოთველობის ატმოსფეროს ქმნის; ცილინდრის - ხელს უწყობს ენერგეტიკული ბლოკების მოხსნას და მედიტაციის ან სხვა სამყაროსთან კონტაქტის დროს გამოიყენება; ქვა-სვეტი კი მიმართულების სიმბოლოა და აუცილებელია კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვისას - გზიდან ყველაფერს ჩამოგაშორებთ, რაც კი ამ მომენტს არ ეხება... დაბოლოს, გულის ფორმა თავისთავად ამხელს, რომ ქვა ყველაზე ეფექტური სასიყვარულო ამულეტია და დაგიცავთ სულიერი განცდებისგან. გული-თილისმა გაპოვნინებთ სიყვარულს, გააძლიერებს უკვე არსებულ გრძნობებს და რომანტიკას დააბრუნებს ვნებაჩამქრალ ურთიერთობებში. მაგრამ ეს არ არის „გულის“ მთელი ხიბლი! ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ ასეთ თილისმას შეუძლია დამშვიდება, გახალისება და მომავლის რწმენის შთაგონება.