1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გენეტიკით გადაცემულ პირველივე ნიშანს ვხედავთ ბავშვის დაბადებისას. რომ შეხედავენ, მაშინვე ამბობენ, დედას ჰგავს, თუ მამას. მაგრამ, რაც შეეხება დაავადებებს, სხვადასხვა ასაკში ვლინდება. ბავშვი, რომელიც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიით იბადება და აქვს აქონდროპლაზია, მუცლადყოფნის დროს, ექოსკოპიის დროსაც კი შეგვიძლია, რომ აღმოვაჩინოთ. არის დაავადებები, რომლებსაც ახალშობილობის დრო აღმოვაჩენთ. სახელმწიფო ახალშობილებზე სკრინინგს აკეთებს. არის დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, 70 წელს ზემოთ ასაკში გამოიხატება ხოლმე, მაგრამ გენეტიკურია. მაგალითად, ჭკუასუსტობა. გარდატეხის ასაკშია ხშირად ისეთი გენეტიკური დაავადებების წინ წამოწევა, როგორიცაა, მაგალითად, შიზოფრენია. ამიტომ, ადამიანები სულ ყურადღებით უნდა იყვნენ,- ამის შესახებ გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.
მისი თქმით, ინფორმაცია გადმოგვეცემა არა მარტო ქრომოსომებიდან, არამედ მიტოქონდრიაში, ანუ ბირთვის გარეთ არსებული ორგანელებიდან, რომლებშიც არსებული ინფორმაცია მხოლოდ დედიდან ხვდება ბავშვთან. ამიტომ, საშუალოდ, ნიშან-თვისებების 15%, რასაც ბირთვიდან აიღებს ადამიანი, მხოლოდ დედისაა. ქალების როლი, ამ შემთხვევაში, მეტია.
„ნებისმიერი დაავადება რომ გამომჟღავნდეს ადამიანში, ან დედა და მამა თანაბრად უნდა იყოს "დამნაშავე". ძალიან, ძალიან იშვიათად მამაა პასუხისმგებელი თავისი Y ქრომოსომით ამა თუ იმ დაავადებაზე. სამწუხაროდ, X მდედრობითი ქრომოსომიდან ბევრად მეტი დაავადება შეიძლება მოხვდეს ადამიანთან. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ჰემოფილია, როცა სისხლის შედედების პროცესი ირღვევა. ასევე, დაავადება დალტონიზმი. ის აუცილებლად სქესთანაა შეჭიდული, ვლინდება მამრობითი სქესის შვილებთან, მაგრამ მიზეზები დედები არიან.
58 დამატებითი X-შეჭიდული დაავადება, რომლებიც ქალის სასქესო ქრომოსომაზეა განლაგებული. უმრავლეს შემთხვევაში დედიდან ვაჟიშვილების ნახევარს გადაეცემა. ხოლო, მამიდან ასეთი შედარებით ნაკლებია. მაგალითად, მამიდან შესაძლოა ვაჟიშვილს უშვილობა გადაეცეს, შეიძლება გადაეცეს დაავადება, რომლის დროსაც გარეგნულად სრულიად ჯანმრთელ ქალს კაცის ქრომოსომები აქვს...“, ამბობს ექიმი.
უფრო დეტალურად მოისმინეთ ვიდეოში
ასევე ნახეთ:
„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგი
VIDEO: „შეხვედრამდე დაგვრჩა 10 დღე“ - ორსული თათია თექთურმანიძე უსაყვარლეს კადრებს აზიარებს