როგორ უნდა მოვიქცეთ მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად - რეკომენდაციები

პლაჟი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, [NCDC] ცხელი დღეების გასამკლავებლად მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

სითბურ დაავადებებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევები, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუჯი ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიკურ სილამაზეს; თუმცა, დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ნამზეურევი ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება,  რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებულ რისკს. მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.

მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.

მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა, წაისვით ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.

მიმართეთ ექიმს, თუ:

დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,
განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ),
გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.

დაიმახსოვრეთ:

მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას.
არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები.

მზით დამწვრობის რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან:

ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები.
6 წელზე ნაკლები და 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები.

მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:

შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.

საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.

ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ ინდექსს (უი), რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს. ატარეთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor - მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.

დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას. იხილეთ, რეკომენდაციები სრულად:

ასევე ნახეთ:

„დღეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილის დაბადების დღეა... მთელი ჩემი ცხოვრება გამიჭირდება უშენოდ…“- გივიკო დიდია ემოციებს გვიზიარებს

„გული გამიჩერდა ეს კადრი რომ დავინახე...“ - მაშველების ახალი კადრები სტიქიის ზონიდან, აგატირებთ

VIDEO: მძიმე კადრები ტრაგედიის ადგილიდან - რა ხდება „ჰუალინგთან“

ქორწილში ფოტოგრაფმა შემთხვევით, დრამატული კადრები გადაიღო - რა შეემთხვა წყვილს ფოტოსესიის დროს (უცხოეთი)

იყიდება მარიკუნა მიქატაძის სახლი თბილისში - დაათვალიერეთ ინტერიერი

VIDEO: „ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა, რომ ვიპოვო...“ - მარიტა გუტაშვილი დაკარგულ ნათესავებზე

„სევდით სავსე თვალებით, მაგრამ თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი მაშველები“ - უახლესი კადრები შოვიდან