რატომ სჭირდება მამაკაცს 8 კვირა, რათა მოენატრო

წყვილები

რატომ სჭირდება მამაკაცს 8 კვირა, რათა მოენატრო:

ეგო და კიდევ ერთხელ - ეგო
გულისტკივილის თავიდან აცილების მიზნით, სიამაყე არის ის თავდაცვის მექანიზმი, რომელსაც მამაკაცი ირჩევს. თითქოს ბუნებრივად არიან მოწოდებულნი ამ ქცევისკენ, რათა პარტნიორის დაკარგვის გარდაუვალი სევდა შეაკავონ.

მამაკაცები ვერ ერკვევიან საკუთარ ემოციებში
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცების მწუხარება ურთიერთობის დასრულებისთანავე არ იწყება არის ის, რომ მათ მეტი დრო სჭირდებათ გრძნობების დასამუშავებლად.

ის ფიქრობს, რომ პირველი დადებითი ემოციები, სამუდამოდ გაგრძელდება

მამაკაცი აგრძელებს საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ ურთიერთობის დასრულდება ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო. მას სჯერა, რომ პოზიტივის ეს ტალღა, მისი მუდმივი გონების მდგომარეობაა.

როგორც კი პოზიტიური დამოკიდებულება ქრება, დაბნეულობის განცდა იწყება.
ის შეეცდება დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ეს მხოლოდ ურთიერთობის ნაწილია
საბოლოოდ, იმის მაგივრად, რომ იფიქროს, ეს ურთიერთობა „დასრულებულია“, დაიჯერებს, რომ უბრალოდ ურთიერთობის ნაწილია - ერთგვარი გახანგრძლივებული პაუზა.

საბოლოო გადაწყვეტილებას, ის 8 კვირის შემდეგ მიიღებს: კიდევ ერთი მცდელობა ან სამუდამო დაშორება.  მისთვის, ეს დაშორების ყველაზე რთული ნაწილია, რადგან დგება „ახლა ან არასდროს“ მომენტი: ურთიერთობის ბოლო ამოსუნთქვა.

და თუ ახლა, საყვარელი ქალი მას არ შეურიგდება, აღარასოდეს დაბრუნდება და ცხოვრებას გააგრძელებს. ცხოვრებას, რომელიც მონატრებით იქნება სავსე. და ცხადია, ამას არასოდეს აღიარებს...

ასევე ნახეთ:

„ნაპოლიში“ მნიშვნელოვანი ცვლილებაა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა - ნახეთ ქართველი ვარსკვლავის ვიდეო