„გარდაცვლილი 16 წლის ბიჭია...“ - გორში მომხდარის დეტალები
1754508850
იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც წელის ტკივილს თუნდაც ერთხელ არ შეუწუხებია. ბევრია ჩვენს შორის ისეთიც, ვისაც ქრონიკულად ახასიათებს გაუსაძლისი ტკივილი და თავს თვითმკურნალობით შველის.
ნევროლოგი ნათია იაშვილი საუბრობს, რა შეიძლება იწვევდეს წელის ტკივილის და რა უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
წელის ტკივილი, შესაძლოა ერთ–ერთი სიმპტომი იყოს, რომლის დროსაც შესაძლოა უფრო რთულ პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე. ბევრი სომატური დაავადების პირველადი ნიშანი და ჩივილი შეიძლება იყოს წელის ტკივილი. ამიტომ არ უნდა მიმართოთ თვითმკურნალობას დროული მიმართავა ექიმთან აუცილებელია რათა დაისვას დიაგნოზი და შესაბამისად შევარჩიოთ სწორი მკურნალობის მეთოდი.
თუ არსებობს კონკრეტული სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ნევროლოგს უნდა მიმართოს?
„ტკივილის ხანდაზმულობა – თუ ტკივილი ხანგრძლივია 6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ასევე მწვავე ტკივილი, რომელიც არ იხსნება ანალგეზიური საშუალებების მიღებისას, თუ თან ახლავს ნევროლოგიური დეფიციტი - სისუსტე კიდურში, იწვევს ფუნქციურ უუნარობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართოდ ექიმს
წელის ტკივილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ დახმარებისთვის კვალიფიციურ ნევროლოგს. სწორედ ანამნეზის შეკრება, ფუნქციური უნარის შეფასება და ნევროლოგიური გასინჯვა საკმარისია ავადმყოფის შესაფასებლად. უკვე ნევროლოგი დაგეგმავს გამოკვლევების გეგმას და დიაგნოზის დასმისთანავე გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება პაციენტს მხოლოდ მედიკამენტური თუ კომბინირებული ფიზიოთერაპია და რეაბილიტაციური ღონისძიებები“,- ამბობს ნევროლოგი.