გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
პარაფსიქოლოგი ლალი ხელაშვილი "პრაიმტაიმის" მკითხველს საინტერესო რჩევას აძლევს. როგორც ის ამბობს, მძინარეს, მთვარე სარკმლიდან არ უნდა გვიყურებდეს. თუ რატომ, ამ კომენტარიდან შეიტყობთ.
ლალი ხელაშვილი: - მთვარე საძინებლის ფანჯრიდან არ უნდა გიყურებდეთ, რადგან ამ დროს შემოდის ნეგატივი. ღამით ვართ შედარებით დაუცველნი. ამიტომ ნეგატივი ადვილად რომ არ ავიღოთ, ფარდა ისე უნდა ჩამოვაფაროთ, რომ მთვარე არ ჩანდეს. მთვარეს აქვს ნეგატიური ზემოქმედება. თუმცა აქვე გეტყვით, რომ არ წარმოვიდგინოთ, რომ მთვარე უარყოფითი ენერგიის მატარებელია, არა, უბრალოდ მძინარეს არ უნდა დაგვყურებდეს. ბევრ ნეგატივს ისხლეტს. რამდენადაც მზე გვავსებს ენერგიით, მთვარე - პირიქით.
ძილის წინ პოზიტიური ფიქრები მოიხმეთ. დაწოლილებმა სოციალურ ქსელებთან აღარ უნდა ვიკონტაქტოთ. დაწოლამდე საათით ადრე უნდა გახვიდეთ გარეთ და მიწაზე დადგეთ. იდეალურია სასიცოცხლო ენერგიის მისაღებად. აქ აივანზე გასვლა და ჰაერის ჩასუნთქვა არ იგულისხმება. გაიარეთ ეზოში, წრე დაარტყით სახლს, კორპუსს, ეზოს. მიწაზე გავლით ნეგატივისგან ვიცლებით, განვიმუხტებით და ვიღებთ ახალ სასიცოცხლო ენერგიას.