1771184240
რა უნდა გააკეთოთ სიმსივნის პრევენციისთვის - 6 საყურადღებო რჩევა ექიმისგან
"რა უნდა გავაკეთოთ, რომ არასდროს დაგვემართოს სიმსივნე - ამ თემაზე უნდა გელაპარაკოთ ახლა" - ექიმი მარინე ძაგნიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
„ყველაფერი რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება ან უნდა მოხდეს, წყდება მიტოქონდრიებში. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯანსაღი მიტოქონდრიები შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა:
- ვიტამინ დ-ს დონე შევინარჩუნოთ უმაღლეს საფეხურზე. 70-80 ნანომეტრი-მილილიტრის ფარგლებში.
- აუცილებელია ინტერვალური კვება, კარგია თუ შევძლებთ 18 საათიანს, თუ ვერ შევძლებთ 16 საათიანს ან 14 საათიანი მაინც. ამასთან თუ შეძლებთ თვეში 2 ჯერ სრული შიმშილობა, მხოლოდ წყალი.
- აუცილებლად უნდა მიიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ნიორი, ხახვი, ბროკოლი, ისპანახი. შევზღუდოთ ჩვენს რაციონში კარბოქსიდები. შაქარი და კარბოქსიდები არის ის რაც აზიანებს ჩვემს მიტოქონდრიებს.
- რკინა მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი გაუკონტროლებელი დალევა არ შეიძლება, რკინა არის ის, რისი ზედმეტი დოზით მიღება საშიშია, ამით ზიანდება მიტოქონდრია.
- ასევე ერთი რჩევა,სახლში თუ გაქვთ რკინის ტაფები, ყველაფერი გადაყარეთ. ნუ დაგენანებათ. რკინა, რომელიც გაცხელების შემდეგ საჭმელში გადადის სწორედ ეს რკინა ანადგურებს მიტოქონდრიებს.
- ასევე არ დაგავიწყეთ ვარჯიში - ამბობს ვიდეოში ექიმი.








