რა საფრთხე ინახება სანელებლებში - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გვაფრთხილებს

სანელებლები

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს:

თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს, ჯობს, თავისივე შეფუთვით შევინახოთ. ამ შემთხვევაში, პროდუქტს თავისი ვადა გააჩნია, რომელიც პროდუქტს ვაკუუმით ინახავს და დიდხანს შეინახება. გარდა ამისა, პროდუქტის ვადის ნახვასა და გაკონტროლებას შევძლებთ. პროდუქტი სხვადასხვა დამაბინძურებლებით არ დაბინძურდება და ასევე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, გემოსა და სუნს დიდხანს შეინარჩუნებს.

თუ პატარა კონტეინერებში ვინახავთ სუნელს და ვნახავთ, რომ ერთმანეთზე შეწებებულია, ან სუნი, გემო აღარ აქვს, ასეთი პროდუქტი აღარ გამოვიყენოთ, რადგან აქ უკვე სინესტე ან სხვა დამაბინძურებელია მოხვედრილი, რამაც პროდუქტის გაფუჭება გამოიწვია.