ტრამპი ირანზე: ჩვენ ვგზავნით მეორე ავიამზიდს იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს გზავნის.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.

„ჩვენ ვგზავნით მეორე ავიამზიდს იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.