პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხშირად მშობლები საუბრობენ, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბებიები, ბაბუები ბავშვებს ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ამას სითბოსა და სიყვარულის გამოვლინებად თვლიან. აღნიშნავენ იმასაც, რომ შენიშვნას ვერ ეუბნებიან, რადგან ეს განაწყენებას იწვევს. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ეკა ნინოშვილი mshoblebi.ge-სთან პასუხობს კითხვას, რატომაა მსგავსი ქმედება სახიფათო და როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ასეთ დროს საკუთარი შვილი:
- გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა ქმნიდეს ისეთ პირობებს, სადაც მის განვითარებას მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ და დაიცავენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს მშობელი არის ის, თუ რამდენად სარგებლიანი ან ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვისის ესა თუ ის ქმედება. თითოეულ ადამიანს აქვს პირადი სივრცე და არსებობს ინტიმური ნაწილები, რაც სხვებისგან დაფარულია და მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას ეკუთვნის, სხვას არავის. გენიტალიებზე შეხება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ეს არის ეროგენული ზონები, რომელთა გაღიზიანება ფიზიოლოგიურ რეაქციებს იწვევს და შესაბამისად, გარკვეულ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული. როდესაც ეროგენული ზონების გაღიზინება ხშირად ხდება, თუნდაც კოცნით, მოფერებით და ასე შემდეგ, ჩნდება საფრთხე, რადგან შესაძლოა ამაზე ფიქსაცია მოხდეს.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, თავიდან მოფერებას აქვს თამაშის სახე - თამაშის, რომელიც სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ბავშვი რომ დაცული იყოს, ზუსტად უნდა ვასწავლოთ და ვესაუბროთ ამის შესახებ. მოდი განვიხილოთ ასეთი შემთხვევა, იმისთვის, რომ ბავშვი არ გაცივდეს, ვასწავლით, თბილად ჩაცმას, იმისთვის, რომ ხელი არ დაიწვას, ვეუბნებით, რომ ცხელია და არ შეეხოს. ასევეა ინტიმურ ზონებთან დაკავშირებით, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ და ვესაუბროთ ამ საკითხზე, იმაზე, რომ არის სხეულის გარკვეული ნაწილები, რომლებიც მხოლოდ ჩვენია, სხვას არავის აქვს შეხების უფლება. ვიდრე ბავშვი პატარაა, მშობლის ფუნქციაა, თვითონ დააწესოს ეს საზღვრები, მშობელმა უნდა აუხსნას სხვა ადამიანებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბებია იქნება, ბაბუა თუ ნათესავი, რომ ეს არ შეიძლება. თავად მშობელმაც უნდა აარიდოს თავი შვილის გენიტალიებზე მოფერებას და აქტიურ შეხებას, თუნდაც ბანაობის პროცესში. როდესაც ის ხედავს, რომ ბავშვებთან ეს საზღვრები ირღვევა, მიმართოს აკრძალვას. რაც შეეხება სხეულის აღქმას, ბავშვს საკუთარ სხეულთან ურთიერთობა უკვე ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ. არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს ტაბუირებული თემაა. ბუნებრივია, რომ ყველა ჩვენგანს აქვს გენიტალიები. ამიტომ, ბავშვს, რომელსაც ვასწავლით რა ჰქვია სხეულის სხვადასხვა ნაწილს, მაგალითად, ცხვირს, ხელს და ასე შემდეგ, ისევე უნდა ვასწავლოთ ინტიმური ადგილების დასახელება. სრულად
ასევე დაგაინტერესებთ:
რატომ შეაჩერა სერიალის ეპიზოდის გადაღება ნანუკას პარტნიორმა
„ეს წესები დახრჩობისგან გადაგარჩენთ“ - რა უნდა იცოდეთ მდინარეში და ტბაში ცურვისას
„დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…“ – გია ჯაჯანიძე