ვითარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს - ახალი დეტალები
1790603394
შინაური კატების უმეტესობა სახლიდან დიდ მანძილზე არ მიდის. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კატების უმრავლესობა სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში გადაადგილდება.
მკვლევრებმა 6 ქვეყანაში 925 კატა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათი გადაადგილების ძირითადი არეალი სწორედ სახლის მიმდებარე ტერიტორიაა. მიუხედავად მცირე რადიუსისა, კატები აქტიურად ნადირობენ.
კვლევის მიხედვით, ერთი შინაური კატა წელიწადში დაახლოებით 50-დან 139-მდე ცხოველს კლავს. თუმცა პატრონები ნადავლის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავენ, რადგან კატებს დაჭერილი ცხოველების დიდი ნაწილი სახლში არ მიაქვთ.
მეცნიერების თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ კატების გავლენა ადგილობრივ ველურ ბუნებაზე შესაძლოა იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.