რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:
ხის, მინის, კერამიკისა და თიხის ჯამი ერთმანეთს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ხის მასალა ძალიან სასარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება. მათ შორის, საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ, ხორც-პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება, მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის მიკროორგანიზმი, მიკრობი დარჩეს ამ მასალაში და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს.
მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია, ყველანაირი ცხიმი შევინახოთ ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ხელთ მაქვს? - არა.