„ადამიანს თუ სიცხეები აქვს, სიცილით ეუბნებიან, ნევროზი გაქვსო…ამ დროს, ორგანიზმში მიკრობია...“ – მარინა ტოტოჩავა ანტიდეპრესანტებზე

მარინა ტოტოჩავა

ცნობილი ექიმი მარინა ტოტოჩავა, ანტიდეპრესანტების არასწორად დანიშვნის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი – შენ გაქვს ნევროზი, ეს არის მოკლე აზროვნების ექიმის, პაციენტის იძულებითი მოშორების ხერხი, როცა ის ვერ შიფრავს რეალურ მექანიზმს და მიზეზს:

„პაციენტი გავსინჯე, ულმაზესი და უკარგესი, ძალიან ჭკვიანი გოგონა! ერთი წელია, სიცხეები აქვს 37 – 37,5 – 37,6 – 37, 7, ან 38 გრადუსი. სად წავიდე აღარ ვიცი, აღშფოთების ზევით ვარ! ყველა მონაცემები აქვს, სეფსისი რომ დაიწყოს. რაც სუბფებრილიტეტს იწვევს, ყველა დაავადება გამოვრიცხე. ამდენი კარგი და საუკეთესო ექიმი არსებობს, მანდამაინც ნაკლებ დონეებთან მოხვდა, ჩემთან მოსვლამდე.

კლასიკური მიკრობული პროცესია, თავისი ყველა გართულებით. დღემდე დადის ვიღაცეებთან, უამრავი სიცოცხლის საშიში ჩივილებით, ეუბნებიან, ნევროზი გაქვსო და დანიშნული აქვს ოთხი ანტიდეპრესანტი. ერთი შემთხვევა რომ იყოს, ასეთ გულისტკივილს არ გამოვთქვამდი. ზუსტად, ოთხი შემთხვევა მაქვს ახლა ასეთი, დიდი რეაქცია მქონდა ანტიდეპრესანტებზე.

ვკითხე, რა მიზეზი დაგისახელეს, რომ დაგინიშნესო. მიზეზები – სიცხეები, ფეხების დაბუჟება, ხელების გაყინვა, გულის აჩქარება, თავის ტკივილები, წნევა და სხვა. ამ მარაზმს, ექიმიც არ სჭირდება, რომ შეშფოთდეს. ანტიდეპრესანტები, ასე ადვილად რომ აღარ დაინიშნოს, მსოფლიო მედიცინა უკვე ნელ-ნელა მიდის აქამდე და დადგება დრო, შიზოფრენიის დროსაც აღარ დაინიშნება.

რადგან ყველა დაავადებას, თავისი მყარი მიზეზი აქვს, იმ მიზეზს უნდა კუპირება, არა ტვინის დაძინება და პრობლემის დავიწყება. მესმის კიდევ, რომ გიჟობის დროს დააძინო ტვინი, მაგრამ სეფსისის ნიშნების დროს რომ დააძინო, ეს აღარ გამეგონა. მაგრამ ამაზე, აღარ გავაგრძელებ.

ერთ შაბლონზე მინდა ავღვნიშნო – ჯერ კიდევ დარჩა, ეს ძველი სისტემის გაგება, რომ ტემპერატურას ნიჰილისტურად უყურებენ. ადრე იყო წესი, 38 -მდე სიცხეზე, წამალი არ დაელია ადამიანს. ზოგ ადგილზე კიდევ გრძელდება. მაგრამ ამას თავიდანვე არ ვემხრობოდი და ახლა რეალურ, აკადემიურ მსოფლიო მედიცინაში, აღარ არის ეს უვარგისი შაბლონი.

ანუ, რა არის – ადამიანს, თუ სიცხეები აქვს თვეობით, სიცილით ეუბნებიან, შენ ნევროზი გაქვსო და ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ. მარაზმი კი არა, მკვლელობაა! რაც ძალიან მაწუხებს. ნამდვილი შფოთვები მე მაქვს, ისე მედარდება ადამიანების ჯანმთელობა.

ისე იცოდეთ –  აკადემიურ მედიცინაში და პრაქტიკულადაც ასეა – 36,5 არ არის სიცხე. 36,7 , 36,8, 36,9 და 37-ს, ეწოდება დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა. ასევე, დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა ეწოდება 37,1, 37,2, 3, 4, 5, 7-ს, ხოლო 37, 8, 37,9, 38 და 38,9-მდე ეწოდება მაღალი სუბფებრილური ტემპერატურა.

ხოლო 39-დან ეწოდება ჰექტიური ცხელება. ადამიანს რომელსაც წელზე მეტი აქვს 37,7 ან 37,9 ან 38, როგორ უნდა უთხრა, არაფერი არ გაქვსო და უამრავ სეფსისის წინა სიმპტომებზე ანტიპეპრესანტი გამოუწერო, თან 4 თავი. რატომ ვერ მოხვდნენ ეს ადამიანები იმ უკარგეს ექიმებთან რომლებიც ნამდვილად გვყავს.

რას ეწოდება ფებრილური გულყრა? ის ეწოდება გულყრას მაგალითად 37,5 გრადუს ან 37 ტემპერატურაზე, რომელსაც თუ ბავშვი ტრავმული დაიბადა, ვერ უძლებს როგორც სიცხეს და გულყრა ემართება.

პედიატრიულ ჰაიდლაინში წერია – ბავშვს, რომელსაც სტკივა რამე, დაალევინეთ პარაცეტამოლი. არაა მითითებული, რომ ამ დროს სიცხე იყოს. ანუ, შეძლებულა პარაცეტამოლის დალევა, უსიცხოდ.

სიცხეზე, პარაფიზოლოგიური ძვრები და ზიანი ხდბა, თუნდაც ჯანმრთელ ორგანიზმებში. სიცხეს უნდა, მიზეზის პოვნა და მიზეზის ჩაცხრობა, მაგრამ კონკრეტულ ტემპერატურას, სჭირდება დახმარება.

ძველი წესია, გაიგეთ, ადამიანები 38 გრადუს სიხეზე, რომ არ ეხმარებოდნენ საკუთარ თავს. 36,7 თუ გაქვს გახანგრძლივებულად, ეს ნიშნავს, რომ შენს ორგანიზმში მიკრობია, კოკი, ჩხირი ან სხვა. სისხლი და ლიმფა, უცებ რეაგირებენ შეჭრილ მიკრობებზე რამე სიმპტომებით, მაგ. წნევით, ან კუჭის აშლით მომენტალურად.

მაგრამ, თუ მიკრობი ჩასახლდება ორგანიზმში და ორგანოებს აზიანებს, მაშინ, თუნდაც პერიოდულად იქნება 37 ან 37-მდე, ან მეტი. სისხლი და ტვინი გატყობინებს, რომ ხრავს მიკრობთა უკვე გამრავლებული კოლონიები შენს ორგანიზმს.

ამ დროს კი, შენ გითხრეს ნევროზიაო და ავიწყებ ამ სიგნალს ტვინს, აზიანებ და ანტიდეპრესანტს სვამ, რომელიც უპირობოდ ანგრევს ღვიძლს. ამაღელვა ძალიან, უკვე მეოთხე შემთხვევაა ასეთი, ამ კვირაში. ადამიანებს, წელიწადზე მეტია სიცხეები აქვთ და ანტიდეპრესანტები, ოთხი ან სამი აქვთ დანიშნული, სეფსისისწინა მდგომარეობის დასავიწყებლად.

ადრე შაბლონი იყო და შემორჩა ზოგან – 38 გრადუსზეც კი, არ დალიოთ წამალი და გაუძელით, იმუნიტეტმა ებრძოლოსო! მაინტერესებს, ამ ქვეყანაში ამ მშიერ ხალხს, ვიღას დარჩა საბრძოლი იმუნიტეტი!

უმდიდრესი ადამიანები მეუბნებიან – მე ხომ არ მაკლია ჭამა-სმაო და თურმე, რამდენი რამე მკლებია, რამდენი რამის დანაკლისი აღმომიჩინეო. მშიერ ადამიანს ეუბნები, არაფერია 38, ან 38 -მდე სიცხე, დაივიწყე ანტიდეპრესანტითო.

ბევრი მიკრობსაც კი აღარ ეჭვობს. ძალიან შეწუხებული ვარ, ამ მდგომარეობებით! ამ ბოლომდე წაქცეულ ქვეყნაში ყოფნა აღარ მინდა, სადაც არაფერი კონტროლდება. არაპროფესიონალიზმი მძულს. ადამიანები საფრთხეში არიან.

აღელვებულზე დავწერე, მე ვიბრძვი ასეთი მარაზმების წინააღმდეგ. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ადამიანები რომ გადავარჩინოთ. ძალიან შეწუხებული ვარ. გამოცხადებულ სეფსისისწინარე მდგომარეობას ვხედავ და ეს მისი კლასიკური ჩივილები, მცდელობაა, რომ შეინიღბოს ანტიდეპრესანტით.

მაგრამ, არ ინიღბება. ვინც არ უნდა გაიცინოს, ვინც არ უნდა გაგიარაფროს, იცოდეთ, თუ 37 -ს მიახლოებული სიცხეები გახანგრძლივებულად გაქვთ, თქვენ გაქვთ მიკრობთა კოლონიები სისხლში, რომლებიც სიცოცხლეს გიმცირებენ, ან სხვა მსგავსი უარესი პროცესი, რომლის შეჩერება და მორჩენა შეიძლება.

უმაღლესი სიბრიყვეა, ამ დროს, ანტიდეპრესანტით ამის დავიწყების მცდელობა. ქვეყანაში, სადაც მოღვაწეობდა ვახტანგ ბოჭორიშვილი, ასეთ ჩივილებზე ანტიდეპრესანტის დანიშვნა სირცხვილია.

ბოლოს და ბოლოს, გარდა მიკრობული ფლორისა, ბევრი რამ არის გამოსარიცხი. მაგალითად, ტუბერკულოზი, რომელიც თითქმის მოდაშია, ისე გავრცელდა ახლა, ცხვირის და ყბის ტუბერკულზიც კი არსებობს.

ასევე ლატენტური რევმატიზმი, ფარული ტონზილიტით ინტოქსიცირებული თირკმელები, რომლის გამოც დღეს გაოცებული, უამრავი ადამიანი ხვდება დიალიზზე და კიდევ ბევრი სხვაა გამოსარიცხი, ასეთი დაბალი სიცხეების დროს.

ისინი უნდა გამოვრიცხოთ, ასეთი სიცხეების დროს, გაცინების და ანტიდეპრესანტის დანიშვნის იდიოტური გადაწყვეტილების ნაცვლად. შენ გაქვს ნევროზი – ეს არის მოკლე აზროვნების ექიმის მიერ, პაციენტის იძულებითი მოშორების ხერხი, როცა ის ვერ შიფრავს რეალურ მექანიზმს და მიზეზს.

ასეთივეა, ყველა გაუგებარი ვითარების გარდატეხის, ასაკზე დაბრალება. ის თუ გარდატყდა უპრობლემოდ, ეს რატომ ვერ გარდატყდა, საგონებელში ვარ! ქარის წისქვილებს ვებრძვი, მით უმეტეს, მაშინ, როცა პაციენტის მშობელს, ამ დროს ანტიდეპრესანტი ხიბლავს, – წერს ტოტოჩავა.