1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ზოგმა მეთოდმა, რომელიც 30 წლის წინ მკურნალობაში აქტიურად გამოიყენებოდა, დღემდე მოაღწია, მაგრამ ყველა მათგანის გამოყენება არ ღირს!
ანტიბიოტიკები
დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს და მათი მიღება მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს არ შეიძლება. დაახლოებით 20-30 წლის წინ ამ მედიკამენტების უკონტროლო მიღება ფართოდ იყო გავრცელებული! შედეგად, დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს - მეცნიერთა „თავის ტკივილი“ - ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა.
არ დაიგდო სიცხე
გაცივების დროს ნებისმიერი გზით ტემპერატურის დაწევის მცდელობა 90-იანი წლების კიდევ ერთი მავნე ჩვევაა. სინამდვილეში, სიცხის დამწევი საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოთ, როცა ტემპერატურა 38,50-ზე მეტი ან ძალიან ძნელი ასატანია. ამ შემთხვევაში კი არ უნდა სცადოთ, რომ სასწრაფოდ 36.6 ნიშნულამდე დაიყვანოთ. ტემპერატურის დაწევით თქვენ ორგანიზმის იმუნურ დაცვას „თიშავთ“. შედეგად, ერთი და იგივე ვირუსით რამდენჯერმე ავად გახდებით.
ქილებით მკურნალობა
ყველამ ვისაც 90-იან წლებში დაუხველებია და დაიცემინებია, ქილებით მკურნალობის შესახებ იცის. ამ უნივერსალურ საშუალებას ხომ თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში იყენებდნენ. პრინციპში, ექიმებს მიაჩნიათ, რომ თუკი ასეთი სურვილი არსებობს, ქილა დღესაც შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ტემპერატურა და ანთებითი პროცესი არ არის. ამასთან, უკუჩვენება სამედიცინო ქილასაც აქვს. ის არ არის სასურველი ბავშვებისთვის, გულ-სისხლძარღვთა და კანის დაავადებების მქონე ადამიანებისათვის და თრომბოზისა და სისხლდენისკენ მიდრეკილების მქონეთათვის.
ინჰალაცია
ვისაც მოხარშული კარტოფილის ორთქლის აბაზანაზე ოფლი არ დაუღვრია, მან არ იცის, როგორ ყალიბდება ძლიერი ხასიათი! სხვათა შორის, ჩვენი ბებიების საყვარელი ინჰალაციის გამოყენება ახლაც შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ის თანამედროვე ნებულაიზერებს ვერ შეედრება!!
შეიძლება თუ არა მდოგვის საფენების გამოყენება?
დაავადების დასაწყისში, თუ სიცხე არ გაქვთ, რა თქმა უნდა, შეიძლება. ხველების დროს დაიკარით მდოგვის საფენი გულმკერდის არეში 20 წუთის განმავლობაში და შედეგს დაელოდეთ.
არაყი და ძმარი
რაც შეეხება ტემპერატურის დასაწევად არყით ან ძმრით დაზელვის „ბებიების მეთოდს“, უმჯობესია არ გამოიყენოთ. განსაკუთრებით ბავშვების მკურნალობის დროს. არაყი და ძმარი სწრაფად შეიწოვება კანში და შეიძლება სხეულის მწვავე ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
ასევე ნახეთ: